თურქეთში არასრულწლოვანმა დედა მოკლა, ოჯახის 4 წევრი კი დაჭრა

თურქეთის სასწრაფო

თურქეთში, ფათიჰის რაიონში 17 წლის არასრულწლოვანი საკუთარ ოჯახს დანით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად, დედამისი გარდაიცვალა, მამა, ბიძა, მამიდა და ბაბუა კი მძიმედ არიან დაშავებულები. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა. არასრულწლოვანმა სამზარეულოს დანით ჯერ მძინარე დედა მოკლა, შემდეგ კი, იმავე იარაღით, ოჯახის სხვა წევრებს დაესხა თავს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 17 წლის ახალგაზრდა პოლიციამ უკვე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.