პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა. მიწისძვრის ზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება.
თურქული მედიის ცნობით, სტიქიის ზონაში 200 000-ზე მეტი კარავი აღმართეს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში სამინისტროებმა და ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაგზავნეს. თურქეთის ხელისუფლება სამაშველო ოპერაციას კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებში გააგრძელებს.
თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 6 000-ზე მეტი მომყოლი ბიძგი შენიშნეს. თურქეთს და სირიაში მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 46 000-ს აჭარბებს. სირიაში მთავრობის და ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ რაიონებში 5 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არც თურქეთს და არც სირიას არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.