თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 36 000-ს გადააჭარბა

თურქეთი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 36 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 31 643-ს აღემატება. გაეროს ინფორმაციით, სირიაში მსხვერპლის საერთო რაოდენობა 4 574-ს აჭარბებს.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.