ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
თურქეთმა ქურთისტანის დასახლებაზე, ჩრდილოეთ ერაყში საჰაერო იერიში მიიტანა - ამ ინფორმაციას უცხოური მედია გამოცემა Reuters ავრცელებს.
"თურქეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ერაყში, ქურთი ეროვნების მებრძოლები მათი სამხედრო თვითმფრინავების სამიზნეები გახდნენ როგორც ბანაკები, ისე საბრძოლო მასალის საწყობები.
"სამხედრო საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის მიზანი ობიექტებზე საბრძოლო მასალის განადგურებაა", - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.
მათივე ცნობით, გამოიყენეს საბრძოლო თვითმფრინავები, ვერტმფრენები და დრონები.
ეს სამხედრო მოქმედება ერაყსა და სირიაში, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და სირიელი ქურთული YPG მილიციის წინააღმდეგ თურქეთის ხანგრძლივი კამპანიის ნაწილია.
ამ ორგანიზაციებს თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის ფოკუსი ერაყის მეტინაზე, საპსა და ავასინ-ბასიანის რეგიონებზე იყო.
ოპერაციაში, საჰაერო ძალებთან ერთად, სპეციალური ძალები მონაწილეობდნენ.
"ჩვენი ოპერაცია ისე წარმატებით მიმდინარეობს, როგორც იყო დაგეგმილი". - ციტირებს თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს სამთავრობო მედია ანადოლუ.
სამინისტროს განცხადებით, ქმედება, სახელწოდებით ოპერაცია Claw Lock, "მიზნად ისახავს "ტერორისტული თავდასხმების პრევენციას" და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ PKK ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავდა".
თურქეთი რეგულარულად ესხმის თავს ჩრდილოეთ ერაყს, რეგიონს, სადაც ის მუდმივად აგზავნის შეიარაღებულ რაზმებს თავისი აგრესიის განსახორციელებლად.
PKK თურქეთს იარაღით 1984 წლიდან დაუპირისპირდა. მას შემდეგ კონფლიქტში 40 ათასი ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის ოფიციალური პირები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიას მხარს ოფიციალური ბაღდადი უჭერს, რომელიც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ასევე, ტერორისტულ დაჯგუფებად დაასახელეს." - წერს გამოცემა.