თურქეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის და არა ჩინეთის სამშვიდობო გეგმას - სტოლტენბერგი

iens stoltenbergi

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს ქვეყნებმა სრულად უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინის გეგმას მისი მომავლის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო, მხარი დაუჭიროს მშვიდობის შესახებ ჩინეთის ახალ ინიციატივას.

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის ინიციატივას. უკრაინის სამშვიდობო ინიციატივა არის ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენ გვექნება პროცესი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ხანგრძლივი მშვიდობა. და რა თქმა უნდა, უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის მისაღები პირობები. ისინი სრულმასშტაბური შეჭრის მსხვერპლნი არიან“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ჩინურ-ბრაზილიურ ინიციატივას შეუერთდა 17 ქვეყნის ჯგუფი და თურქეთი NATO-ს ერთადერთი წევრია ჯგუფში. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, „ინიციატივა „მშვიდობის მეგობრები“ არ ეხება კონფლიქტში მხარეების არჩევას, არც ბლოკებს შორის დაპირისპირებას და არც არსებული პლატფორმების ჩანაცვლებას“.