გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
თურქეთი ამერიკის ხმისა და DW-ის საიტებზე წვდომას ზღუდავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თურქეთის სასამართლომ Deutsche Welle-სა და ამერიკის ხმის თურქული გამოცემების საიტებზე წვდომა მას შემდეგ შეზღუდა, რაც გამოცემებმა მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.
DW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რატომ ვერ შეასრულა გამოცემამ ნებართვისთვის საჭირო მოთხოვნები: მისი განმარტებით, მარეგულირებელი ორგანო უფლებას იტოვებს წაშალოს ის მასალა, რასაც თავად მიიჩნევს შეუსაბამოდ.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ორივე გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, კერძო ქსელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით როგორ უნდა აირიდოს თავი აკრძალვებს.
მარეგულირებელი ორგანოს მტკიცებით, რადგან საერთაშორისო გამოცემებიც პირდაპირ ტრანსლაციას, ვიდეო რეპორტაჟებს, საინფორმაციო სიუჟეტებსა და ბლოგებს თურქულ ენაზე აწარმოებენ, ისინიც ვალდებულები არიან, მოიპოვონ ონლაინ მაუწყებლების ლიცენზია.