ტურისტული წყალქვეშა ნავი ატლანტის ოკეანეში ტიტანიკის კატასტროფის ადგილზე გაუჩინარდა

ტიტანიკი

ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა ნავი, რომელზედაც ტურისტები იმყოფებოდნენ, ტიტანიკის ავარიის ადგილზე გაუჩინარდა, იუწყება BBC ბოსტონში აშშ-ს სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით.

ამ წუთებში მიმდინარეობს ოპერაცია წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალების მოსაძებნად, რომელთანაც კომუნიკაცია დაიკარგა. დაკარგული ტურისტების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ტიტანიკი, რომელიც ჩაიძირა 1912 წელს, წყალქვეშ თითქმის ოთხი ათასი მეტრის სიღრმეზე, ნიუფაუნდლენდის (კანადა) სანაპიროდან დაახლოებით 740 კილომეტრშია. ჟურნალისტების თქმით, მის სანახავად, ამ წყალქვეშა ნავზე ექსკურსიის ღირებულება ერთ ადამიანზე დაახლოებით 125 ათასი დოლარია.