მნიშვნელოვანი ინფორმაცია - 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი იცვლება
1757916008
ახალი კვლევის თანახმად, ტუალეტში ტელეფონის გამოყენება ბუასილის რისკს ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კვლევის შედეგები დამოუკიდებელ სამეცნიერო ჟურნალში, სახელწოდებით PLOS One გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემად ითვლება.
კვლევის განმავლობაში 125 ზრდასრული მოხალისე შეისწავლეს. მათ კოლონოსკოპიური პროცედურები ჩაუტარეს. კოლონოსკოპია ნაკლებად ინვაზიური ენდოსკოპიური პროცედურაა, რომელიც გამოიყენება მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის შიდა გარსის შესამოწმებლად. მონაწილეებს ასევე შეავსებინეს კითხვარი, რომელიც მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - იყენებთ თუ არა სმარტფონს ტუალეტში, რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი და ა.შ.
მოხალისეების 60%-მა განაცხადა, რომ ტუალეტში შესვლის დროს მათ სმარტფონები ყოველთვის თან მიჰქონდათ. 54.3%-ის თქმით, მობილურებს ახალი ამბების საკითხავად იყენებდნენ, ხოლო 44.4%-მა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელს სქროლავდა.
კვლევის შემდეგ მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ - თუ ტუალეტში ყოველთვის სმარტფონით ხელში სხედხართ, ბუასილის განვითარების რისკი 46%-ით იზრდება.