„თუ წავალ მამაჩემის სახლში, მომკლავენ, რადგან მან თავის ხალხს უბრძანა ამის გაკეთება“ - პაბლო ესკობარის მემკვიდრეობის გამო ოჯახური მტრობა გაჩაღდა

პაბლო ესკობარი

ეს არის ღია ბრძოლა პაბლო ესკობარის ოჯახში, ცნობილი კოლუმბიელი ნარკოდილერის, რომელიც დაიღუპა 1993 წლის დეკემბერში, სროლის დროს.
შუღლი გაჩაღდა იმისთვის, რომ ვერ გაიყვეს კრიმინალის კუთვნილი ქონება. მისმა 53 წლის ძმისშვილმა ნიკოლასმა განუცხადა Daily Telegraph-ს, რომ მას სიკვდილით ემუქრებოდა მამა რობერტო, ასევე ცნობილი როგორც ელ ოსიტო.

დავის მიზეზი არის ძვირფასი ნივთების ფლობის უფლება, რომელიც ბოსს ეკუთვნოდა და 10 ივლისამდე ინახებოდა  ქალაქ მედელინის ერთგვარ მუზეუმში. შენობა დაანგრიეს ხელისუფლების დავალებით, რადგან მოძველებული იყო და ასევე იმის გამო, რომ, მათი თქმით, მერი დაიღალა კრიმინალისადმი მიძღვნილი მუდმივი შოუების ყურებით.

ესკობარის მემკვიდრეობის სია საკმაოდ ვრცელია, სიაში შედის Harley Davidson-ის მოტოციკლი, იარაღი, რომელიც ეკუთვნოდა ალ კაპონეს, ძვირად ღირებული კოსტიუმები, ნახატები, პირადი ფოტოები, ძველი მანქანები, ყველაფერი, რაც კრიმინალური გზით მოაგროვა ნარკოტრაფიკის ბოსმა. 
როცა შენობა დაანგრიეს, შიგნით ყველაფერი პაბლოს ძმის, რობერტოს ხელში დარჩა.
ნიკოლასმა, რომელიც მამასთან (რობერტოსთან) ცუდ ურთიერთობაში იყო, განაცხადა, რომ ის იყო პაბლოს საყვარელი ძმისშვილი და ქონებაც მას ეკუთვნოდა. ჩხუბი უფრო გამწვავდა. 

„თუ მე წავალ მამაჩემის სახლში", მომკლავენ, რადგან მან თავის ხალხს უბრძანა ამის გაკეთება და გარკვევით უთხრა ჩემს დასაც“. - ამბობს ნიკოლასი.
ესკობარის ოჯახში წარმპქმნილი  წინააღმდეგობა ადასტურებს, რომ ბოსის დაცემამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ამბიციები და მეტოქეობა ორგანიზაციაში. კონფლიქტები წარმოიქმნება უკანონო და კანონიერი ქმედებების გამო, ყოველთვის არის ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მემკვიდრეობით მიიღო ლიდერობის მანტია. - წერს უცხოური მედია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

კანადაში ხანძრის ასობით კერას ებრძვიან

„დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1500 და 3000 ლარი გახდება“ - ცვლილება, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება

უნიკალური კორეული დიეტა: როგორ გავხდეთ თხელი აღნაგობის ისე, რომ არ გამოვიფიტოთ