თუ „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმებს განაგრძობს, ისრაელის თავდაცვის ძალები დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას გაააქტიურებენ - ბენი განცი

ბენი განცი

თუ „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმებს განაგრძობს, ისრაელის თავდაცვის ძალები დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას გაააქტიურებენ. ამის შესახებ განცხადება ბენი განცმა გააკეთა.

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრის განმარტებით, საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის დრო იწურება. ჩრდილოეთ საზღვარზე კი ვითარება უნდა შეიცვალოს. ამიტომ, მინისტრის განცხადებით, თუ „ჰეზბოლა“ თავდასხმებს მომავალშიც განაგრძობს, ისრაელი იზრუნებს, რომ დაჯგუფება ლიბანის საზღვრისპირა ტერიტორიებიდან განიდევნოს.

ისრაელ-ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე თავდასხმებს არ წყვეტს.