თუ ბაიდენი კანდიდატურას მოხსნის, დემოკრატები მხარს კამალა ჰარისს დაუჭერენ - CNN

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას მოხსნის, დემოკრატიული პარტიის წევრები მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერენ.

მედიის ინფორმაციით, შიდა გამოკითხვები აჩვენებს, რომ კამალა ჰარისი სულ მცირე, უფრო სასარგებლო იქნებოდა დემოკრატიული ენთუზიაზმისა და საარჩევნო რბოლის  გასაძლიერებლად.

როგორც CNN წერს, ბაიდენი საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას მომავალ კვირას გეგმავს, როგორც კი კოვიდისგან გამოჯანმრთელდება:

"ვფიქრობ, ბევრი ამერიკელი ფიქრობს, რომ ძალიან დიდი ალბათობაა,  თუ ბაიდენ-ჰარისის ბილეთი გაიმარჯვებს, კამალა დაასრულებს მეორე ვადას... ასე რომ, შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ამ არჩევნებზე?" - განაცხადა დემოკრატების დეპუტატმა, ჯარედ გოლდენმა.