წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
რუსული ესტრადის პრიმადონას ალა პუგაჩოვას მოსკოვში ჩასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ბევრი რუსი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მომღერალს ხელზე აკოცა და თქვა, რომ მას ძალიან გაუხარდა ალა პუგაჩოვას ნახვა.
პუგაჩოვას მოსკოვში ჩასვლას კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა.
„თუ ამ არარაობას მიეცემა უფლება დაბრუნდეს და განაგრძოს იმ ფარსის მოწყობა, რასაც ბევრი წელია აკეთებს, მე წავალ. ეს იქნება ის შეურაცხყოფა, რასაც მე ვერ ავიტან. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც იმავეს გააკეთებს“, - აღნიშნა სიმონიანმა.