ექიმმა გამოავლინა ალცჰაიმერის ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
1734264807
წყვილმა ნიდერლანდებიდან, ერთი სახლის ფასად ესპანეთში მიტოვებული სოფელი იყიდა. მათ სურთ მიტოვებული სახლების აღდგენა, რათა ეს ადგილი კომფორტულ საცხოვრებელ სივრცედ აქციონ, წერს The Mirror.
მათ 350 000 ევრო დახარჯეს სოფლის შესაძენად, რომელსაც 62 სახლი აქვს. ახლა ისინი დიდ დროს უთმობენ ამ შენობების აღდგენას. სოფელი ბარსენა დე ბურება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში იყო მიტოვებული და ახლა სახლების ნაცვლად მხოლოდ ნანგრევებია.
ჰოლანდიელი წყვილი არამხოლოდ სახლებს აღადგენს, არამედ აქ საჭირო ინფრასტრუქტურას ქმნის. ისინი აპირებენ მზის პანელების დამონტაჟებას, ვინაიდან სოფელში არ არის დენი და წყალი. სოფლის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობაა რომაული ეკლესია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ავარიულ მდგომარეობაშია, რესტავრაციას ექვემდებარება.
წყვილის ძალისხმევას უკვე აქვს შედეგი. პირველი ოთხი ოჯახი ნიდერლანდებიდან დათანხმდა გადასვლა ბარსენა დე ბურებაში.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ ამსტერდამში შევხვდით ოთხ ოჯახს, რომელთაც სურდათ ჩამოსვლა და ორმა გვითხრა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდნენ 2025 წელს. ჰოლანდიაში ბევრი ადამიანია დაინტერესებული მისი აღდგენით, მაგრამ არ ვიცი, შესაძლებელი იქნება თუ არა; იქნება ცენტრი ახალგაზრდებისთვის, ხანდაზმულებისთვის“, - ამბობს მაიკე გერტსი.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ესპანეთში დაახლოებით 40 სხვა სოფელი და დასახლება იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.