წყალი აბაზანის ონკანიდან არ უნდა დალიოთ - ნახეთ, მიზეზი

წყალი

შოტლანდიურმა ფირმამ ჩაატარა რამდენიმე კვლევა WaterSafe-თან პარტნიორობით H20-ის უსაფრთხოების შესახებ. კვლევამ დაადგინა, რომ აბაზანიდან წყლის დალევა არც თუ ისე სასარგებლოა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძველ სახლებში, წყალი, რომელიც აბაზანაში მოდის, ნაკლებად სუფთაა, ვიდრე მისი სამზარეულოს ანალოგი, ორივე სანტექნიკის სისტემას შორის განსხვავების გამო.

აბაზანის წყალი ხშირად ინახება ავზში სახლის ზედა ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ არსებობს მისი დაბინძურების მნიშვნელოვანი საფრთხე გარე წყაროებით.

გარდა ამისა, აბაზანის ონკანებთან მილების დასაკავშირებლად ძველად ტყვიას იყენებდნენ, ამიტომ უფრო მეტი რისკია, რომ ასეთ დროს ორგანიზმში მეტი ტყვია მოხვდეს.

NHS Inform-ის თანახმად , მოზრდილებში ტყვიით მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავის ტკივილი და მეხსიერების დაქვეითება.