ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა და წყალდიდობამ სულ მცირე 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქები ჟუის-დე-ფორა და უბა. ჟუის-დე-ფორაში მეწყერმა 12 საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა, ხოლო უბაში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ სულ მცირე 38 ადამიანს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მათთვის კი დროებითი თავშესაფრები უკვე იქმნება.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, რეგიონში თებერვალში საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტი ნალექი დაფიქსირდა. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებშიც ძლიერი წვიმების გაგრძელებას პროგნოზირებენ.