„ეს ამბავი საყურადღებოა... ვერ ავიცილებთ მარტივად“ - სამი მნიშვნელოვანი დღე და ასტროლოგის რჩევა
1772132161
ავსტრიაში წყვილი 43 წლის განმავლობაში 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა. ამის გამო, მამაკაცმა და ქალმა სახელმწიფოსგან 326 ათასი ევროს მიღება შეძლეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
დაქორწინების და განქორწინებების დაუსრულებელი ციკლი 1982 წლიდან დაიწყო, როდესაც წყვილი პირველად დაქორწინდა. ქალისთვის ეს მეორე ქორწინება იყო: პირველი ქმარი ერთი წლით ადრე დაიღუპა. მეორე ქმარი მასზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო და სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.
ექვსი წლის შემდეგ, ქალი მას გაშორდა, ურთიერთობაში ქმრისგან მიყენებული "გამოუსწორებელი ზიანის" მოტივით. თუმცა, როდესაც განქორწინება დამტკიცდა, იგი კვლავ დაქორწინდა იმავე კაცზე. მას შემდეგ, კაცი და ქალი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ქორწინდებოდნენ და შორდებოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ, არც არასოდეს ჩხუბობდნენ და განქორწინების შემდეგაც არ შორდებოდნენ.
ყოველი ქორწილის შემდეგ, ქალბატონი, რომელიც ახლა 73 წლისაა, სახელმწიფოსგან 27 ათას ევროს იღებდა, რაც, ავსტრიის კანონმდებლობით, ახალდაქორწინებული ეკუთვნით. საპენსიო ფონდმა გადახდაზე მხოლოდ მე-12-ჯერ თქვა უარი. 2024 წლის მარტში უზენაესმა სასამართლო სარჩელი უარყო და წყვილის ტაქტიკა გაშიფვრა.