პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.
დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.
ელისაბედის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ისტორიული ეკლესია არის ადგილი, სადაც ბრიტანეთის მეფეებისა და დედოფლების კურთხევის ცერემონიალი იმართება და სადაც დედოფალი ელისაბედ II დაქორწინდა პრინც ფილიპზე 1947 წელს.
ბრიტანული მედიის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურები მთელი მსოფლიოდან მიწვეულნი იქნებიან სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად, რათა გაიხსენონ დედოფლის ცხოვრება. დიდი ბრიტანეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ყოფილი პრემიერ-მინისტრები ასევე დაესწრებიან ცერემონიას, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა. მსახურებას სავარაუდოდ აღავლენს ვესტმინსტერის დეკანი დევიდ ჰოილი, კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასთინ უელბი კი ქადაგებას წაიკითხავს.
ელისაბედ II-ის დაკრძალვამდე რამდენიმე დღით ადრე მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე დედოფალი კამილა შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსში გაემგზავრებიან.