გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
Xpeng-ის წარმოების პირველი მფრინავი ავტომობილის გამოსვლის სავარაუდო თარიღი და ფასი ცნობილია.
სტარტაპ AeroHT-ის დამფუძნებლის, ჩჟაო დელის განცხადებით, Xpeng-ის ელექტრომობილის სერიული წარმოება, შესაძლოა, 2025 წელს დაიწყოს, მისი ღირებულება კი 140 000 დოლარი იქნება.
მისი თქმით, ავტომობილი დროის 90%-ს ჩვეულებრივ გზებზე გაატარებს, აფრენა კი მხოლოდ საცობების დროს იქნება შესაძლებელი. ავტომობილს 4 ელექტროძრავი და 8 პროპელერი ექნება.
აღსანიშნავია, რომ Xpeng-ის პარტნიორი სწორედ კომპანია AeroHT არის, რომელიც მფრინავ ავტომობილებზე 2013 წლიდან მუშაობს.