ცნობილია იმ შეტყობინების შინაარსი, რომელიც Tesla-ს მძღოლმა ყოფილ შეყვარებულს ტრამპის სასტუმროსთან აფეთქებამდე მისწერა

ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროსთან აფეთქებული Tesla Cybertruck-ის მძღოლი მოქმედი ამერიკელი სპეცრაზმელი იყო - BBC

ამერიკელი სამართალდამცველები ლას-ვეგასში მომხდარ აფეთქებას იძიებენ - FBI-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილ მძღოლს, რომელმაც ტრამპის სასტუმროს წინ Tesla-ს ავტომობილი ააფეთქა, სავარაუდოდ, პოსტ-ტრავმული სტრესი ჰქონდა. ის ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. პოლიციის ვარაუდით, მან აფეთქებამდე, პისტოლეტის თავში გასროლით, თავი მოიკლა.

მედიაში მეთიუ ლიველსბერგერის მიერ გაგზავნილი უკანასკნელი შეტყობინებები ვრცელდება. მან მისწერა ყოფილ შეყვარებულს, რომელთანაც 2022 წლის შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია.

კაცმა ალისია ერიტს ახალი წელი მიულოცა და Tesla-ს ავტომობილის ფოტოები გაუგზავნა ტექსტით: "თავს ბეტმენად ვგრძნობ".

"რამდენად სწრაფია", - ეკითხება ქალი.

"უღმერთოდ" , - პასუხობს ლიველსბერგერი.

ამის შემდეგ წყვილმა მიმოწერა გააგრძელა, თუმცა კაცს არაფრით მიუნიშნებია, რომ თავის მოკვლას აპირებდა.

ალისია ერიტმა შემთხვევის შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ, მაშინ შეიტყო, როცა მის სახლში FBI-ს აგენტები გამოჩნდნენ.

პოლიცია ახალ ორლეანსა და ლას-ვეგასში მომხდარ შემთხვევათა შორის შესაძლო კავშირების არსებობის შესაძლებლობას ამოწმებს. ამ დროისთვის, ამ შემთხვევებს შორის კავშირი არ დასტურდება, თუმცა BBC წერს, რომ ორივე თავდამსხმელმა, ავტომობილის დასაქირავებლად ერთი და იგივე აპლიკაცია გამოიყენა და ორივე ჩრდილოეთ კარლონას "ლიბერთი ფორტის" სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.