ცნობილია დედამიწაზე არსებული ცხოველების, ფრინველების და თევზების რაოდენობა

ცხოველები

მსოფლიოში არსებული ცხოველთა სახეობები მუდმივად იცვლება, პორტალმა worldanimalfoundation.org-მა შეაჯამა მონაცემები და დაითვალა, რამდენი სახეობის ცხოველი არსებობს მსოფლიოში 2025 წლისთვის.

მეცნიერების გამოთვლით, მსოფლიოში ცხოველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 8,7 მილიონს აღწევს, აქედან 2.16 მილიონია მხოლოდ ოფიციალურად აღწერილი და დაფიქსირებული.

ამ 2,16 მილიონი აღწერილი სახეობიდან უდიდესი ნაწილი უხერხემლოებს ეკუთვნის,  ეს არის ყველა სახეობის 68,7%, ანუ დაახლოებით 1,48 მილიონი. მწერების სახეობათა რაოდენობა  კი 1,053 მილიონს აღწევს.

დედამიწაზე ოფიციალურად იდენტიფიცირებულია ასევე 6736-ზე მეტი ძუძუმწოვრის სახეობა, 12 263 რეპტილიის სახეობა, 8799 ამფიბია და 336 ათასზე მეტი თევზის სახეობა.

ამასთან, მსოფლიოში 11 195-ზე მეტი ფრინველის სახეობაც არის დაფიქსირებული.

მიუხედავად ამისა, ჟურნალ PLOS Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხმელეთის სახეობების 86% და ზღვის სახეობების 91% ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ არის.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული არსება ჭიანჭველაა. ჭიანჭველების პოპულაცია დაახლოებით 10 კვადრილიონია (10 000 000 000 000 000), რაც მათ წარმოუდგენლად მრავალრიცხოვანს ხდის და ისინი დედამიწის თითქმის ყველა ხმელეთის ეკოსისტემაში გვხვდება.