ცნობილია ბავშვების ვინაობა, რომელთა ცხედრებიც აუქციონზე გაყიდულ ჩემოდნებში აღმოაჩინეს

gamodzieba

ახალზელანდიელმა პოლიციელებმა დაადგინეს ორი ბავშვის ვინაობა, რომელთა სხეულების ნაწილებიც ცოტა ხნის წინ ონლაინ-აუქციონზე გაყიდულ ჩემოდნებში აღმოაჩინეს. 

ტელეარხის ცნობით, ბავშვების ასაკი გარდაცვალების მომენტში 5-დან 10 წლამდე მერყეობდა. ისინი 3-4 წლის წინ მოკვდნენ, თუმცა ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ბავშვების ოჯახის თხოვნით, მათი ვინაობა არ საჯაროვდება.

საქმის გამოძიებაში ახალი ზელანდიის პოლიციას ინტერპოლი ეხმარება, რადგან გარდაცვლილების დედა სამხრეთ კორეაში იმყოფება. სამართალდამცველებთან თანამშრომლობს ის კომპანიაც თანამშრომლობს, რომელმაც ჩემოდნები აუქციონზე გაიტანა.

აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ადამიანის სხეულის ნაწილები ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ჩემოდნები საცავში ინახებოდა, მისმა მფლობელმა კომპანიამ კი ისინი აუქციონზე გაიტანა, რის შემდეგად ისინი ოკლენდში მცხოვრებმა ოჯახმა შეიძინა. პოლიციის ცნობით, ამ ოჯახს ბავშვების გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.