შემზარავი ამბავი: ოჯახმა აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი ბავშვის გვამი აღმოაჩინა

gamodzieba

პოლიციამ თქვა, რომ ჩემოდნებში ნაპოვნი ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში იყო შენახული ჩემოდანში. 

ახალ ზელანდიაში, 11 აგვისტოს აუქციონზე ოჯახმა მოიგო მიტოვებული ბაგაჟის სათავსო, რომლის გახსნის შემდეგ შოკისმომგვრელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩემოდანში ორი გვამის ნაშთი იდო.

ახალი ზელანდიის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცველს მიაჩნია, რომ ბავშვების ცხედრები, რომელთა ასაკი ხუთიდან ათ წლამდე არის, შესაძლოა ჩემოდნებში სამი-ოთხი წლის განმავლობაში იდო და ოჯახი, რომელმაც ეს ნივთები საცავიდან შეიძინა, არანაირად არ არის ჩართული ამ საქმეში.

ოჯახი ონლაინ ფსონს დებს საცავის შიგთავსზე. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც აუქციონზე იყიდება გადაუხდელობის გამო მიტოვებული ბაგაჟი, რომელიც აისახა პოპულარულ ამერიკულ რეალითი შოუში Storage Wars-შიც კი. მყიდველებს უფლება არ აქვთ აუქციონამდე დაათვალიერონ მისი შიგთავსი, ისინი ბრმად დებენ ფსონს. ოჯახმა სწორედ მაშინ გააკეთა საშინელი აღმოჩენა, როდესაც ჩემოდნები სახლში მიიტანეს. გამოძიების პროცესში ვართ და ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

სამართალდამცველებმა ჩემოდნებთან ერთად ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები და პირადი ნივთებიც იპოვეს.