„I said YES!“ - შორენა ბეგაშვილს ხელი სთხოვეს
1771057537
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „ცივი ომის“ ტრიუმფის ეიფორიამ დასავლეთი სახიფათო შეცდენამდე მიიყვანა.
როგორც რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამყარო მივიდა იმ ისტორიის დასასრულამდე, სადაც საუბარი იყო, რომ თითოეული ერი ლიბერალური დემოკრატია გახდებოდა, ადამიანები იცხოვრებდნენ სამყაროში საზღვრების გარეშე.
„ამ ტრიუმფის ეიფორიამ სახიფათო ილუზიამდე მიგვიყვანა, თითქოს „ისტორიის დასასრულს“ მივაღწიეთ და ყველა ერი ახლა ლიბერალური დემოკრატია იქნებოდა, რომ ვაჭრობითა და მხოლოდ კომერციით ჩამოყალიბებული კავშირები ეროვნულობას ჩაანაცვლებდა, რომ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი, რომელიც ზედმეტად გამოყენებული ტერმინია, ეროვნულ ინტერესებს ჩაანაცვლებდა და რომ საზღვრების გარეშე სამყაროში ვიცხოვრებდით, სადაც ყველა მსოფლიოს მოქალაქე გახდებოდა. ეს იყო სულელური იდეა, რომელიც უგულებელყოფდა როგორც ადამიანურ ბუნებას, ასევე 5000 წელზე მეტი ხნის ჩაწერილი კაცობრიობის ისტორიის გაკვეთილებს და ეს ძვირად დაგვიჯდა“ - განაცხადა რუბიომ.