ამოქმედდა ახალი წესები, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში მშენებლობას ეხება

რიკოთი

ახალი სტანდარტი საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის - საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში - გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს, გზების მფლობელთან შეუთანხმებლად მშენებლობა აიკრძალება.

რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გზისპირა ზონაში უნებართვო საქმიანობის შეზღუდვა უზრუნველყოფს გზების გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.