გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
წითელი ჯვარი „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი 24 მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს.
საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მძევლების ღაზიდან ეგვიპტის საზღვრამდე, აფაჰის საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო.
24 მძევლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კატარიც, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულ ჯგუფს შორის 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია.