წიაღისეულის შეთანხმების მიხედვით, უკრაინის მთავრობა უზრუნველყოფს, რომ კანონმდებლობასა და შეთანხმებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი უპირატესი ძალის მქონე იქნება

წიაღისეულის შეთანხმება

უკრაინასა და აშშ-ს შორის წიაღისეულის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, შესაძლოა, უკრაინის ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დადგეს.

დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმებით გაწერილი ვალდებულების შეუსრულებლობის გასამართლებლად უკრაინას არ შეეძლება, არგუმენტად შიდა კანონმდებლობა მოიყვანოს.

„უკრაინის მთავრობა უზრუნველყოფს, რომ უკრაინის კანონმდებლობასა და ამ შეთანხმებას შორის ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში, შეთანხმება უპირატესი ძალის მქონე იქნება. გარდა ამისა, უკრაინის მთავრობა თანხმდება, რომ არ შეუძლია, საკუთარი შიდა კანონმდებლობის დებულებებზე მითითება, როგორც ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამართლება“, –  ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, უკრაინამ და აშშ-მა წიაღისეულის შესახებ შეთანხმება 30 აპრილს გააფორმებს. შეთანხმების ტექსტი უკვე გამოქვეყნდა უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ვებ გვერდზე.