წერილი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო - რა მისწერა 8 წლის გოგონამ ელისაბედ II-ს

გოგონა

დიდი ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედს გლოვობს. სასახლესთან მოსახლეობა გამოსამშვიდობებელ წერილებს ტოვებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება 8 წლის გოგონას წერილმა მიიპყრო, რომელიც მან დედოფალს გამოსამშვიდობებლად დაუწერა. 

„ძვირფასო დედოფალო ელისაბედ, 

მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც შენი მმართველობის დროს გააკეთე მადლობა, რომ ისე მოიქეცი  როგორც ძლიერ ლიდერს შეეფერებოდა. 

იმედი მაქვს იქ პრინც ფილიპს ნახავ და თუ იმ სამყაროში ქალს შეხვდები, რომელსაც მოკლე ხვეული თმები აქვს, იცოდე რომ ის ჩემი ბებიაა და მას დედე ჰქვია", - წერს 8 წლის გოგონა.