ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს მოუწოდა, შეიწყალოს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლოში განხილვები მიმდინარეობს.
ნეთანიაჰუს ბრალად ედება თაღლითობა და ნდობის დარღვევა, რომელიც საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებულ საქმეს უკავშირდება.
„ერთი იდეა მაქვს, რატომ არ იწყალებთ ნეთანიაჰუს? ვის აინტერესებს სიგარები და შამპანური?” – აღნიშნა ტრამპმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი ნეთანიაჰუს სასამართლო ბრალდებებისგან გათავისუფლებას მოითხოვს.