ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდ და მშვენიერ“ მიტინგს გამართავს იმ ქალაქში, სადაც ის მკვლელობის მცდელობას გადაურჩა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდ და მშვენიერ“ მიტინგს გამართავს ქალაქ ბატლერში, სადაც ის მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.

„მე დავბრუნდები [ქალაქ] ბატლერში [პენსილვანიის შტატი] დიდი და მშვენიერი მიტინგისთვის. რა დღე იქნება! ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.