წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისი შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნის დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს.
"მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნისას ჩვენ მადლობას ვუხდით უდიდესი თაობის თითოეულ პატრიოტს, რომლებმაც სახლი და ოჯახი დატოვეს, ჩვენი თავისუფლებისთვის შორეულ ქვეყნებში საბრძოლველად. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა დაღუპულის ხსოვნას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვადასტურებთ ერთგულებას ამერიკისა და მსოფლიოს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის", - ნათქვამია ოთხშაბათს ხელმოწერილ დოკუმენტში.