Tik-Tok-ის დამფუძნებელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1737233070
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია ბაიდენისთვის ცნობილი იქნება, მაგრამ ის ამაზე არ იქნება ფოკუსირებული.
„აშშ-ის პრეზიდენტი ფოკუსირებული იქნება ამერიკელ ხალხზე, როგორც ყოველდღე. დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ არის ის, რაზეც ის იქნება ფოკუსირებული. ის იქნება ფოკუსირებული იმის უზრუნველყოფაზე, რომ ამერიკელი ხალხისთვის ფასების დაწევა გააგრძელოს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან პიერმა.
ჯო ბაიდენს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლო დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა და ის ფორმალურად დაკავებულია.
ასევე დაგაინტერესებთ: რა დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა დაკავებამდე