რა დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა დაკავებამდე

ტრამპი

„როგორი სიურეალისტური ჩანს – ისინი აპირებენ ჩემს დაპატიმრებას“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საკუთარ სოციალურ ქსელში, დაკავებამდე დაწერა.

„მივდივარ ქვედა მანჰეტენისკენ, სასამართლოში. როგორი სიურეალისტური ჩანს – ისინი ჩემს დაპატიმრებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი!“, – წერია პოსტში.

ცნობისთვის, ფორმალურად დონალდ ტრამპი დააკავეს.

ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.