ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება - თეთრი სახლი

თეთრი სახლი

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ იგეგმება.

ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა ტრამპისა და პუტინის შეხვედრას მომავალ კვირას, ლევიტმა უპასუხა: „პრეზიდენტმა [ტრამპმა] გუშინ თქვა, რომ ეს არ მოხდება“.

ცნობისთვის, თებერვალში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს, შესაძლოა, საუდის არაბეთში ან გაერთიანებულ არათა საამიროებში შეხვდნენ, სადაც ტრამპი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ჩავლას აპირებს.