20 და 21 მარტს დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდება თავს
1773949407
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანში „საქმეს არაჩვეულებრივად ართმევენ თავს“ და რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი „მთლიანად ზღვის ფსკერზეა“.
„ჩვენ გვყავს საუკეთესო ფლოტი მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე. „ჩვენი საქმეები ძალიან კარგად მიდის. ჩვენ მათ არ მივცემთ ბირთვული იარაღის ქონის უფლებას, რადგან ის რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ კიდეც“.
პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ს შეეძლო ირანული ხომალდების ჩაძირვის ნაცვლად მათი ხელში ჩაგდება. „ჩვენ თვითონ შეგვეძლო მათი გამოყენება“, - თქვა ტრამპმა.