ტრამპის განცხადებით, სი ძინპინთან შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ძალიან რთული ადამიანია, ვისთანაც შეთანხმების მიღწევა ძნელია.

„მე მომწონს ჩინეთის პრეზიდენტი სი, ყოველთვის მომწონდა და ყოველთვის მომეწონება, მაგრამ ის ძალიან რთულია, მასთან შეთანხმების მიღწევა ძალიან ძნელია“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპმა 30 მაისს განაცხადა, რომ ჩინეთმა ამერიკასთან ტარიფების შესახებ მიღწეული შეთანხმება დაარღვია.