1771524922
ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“ გაეროს „ზედამხედველობას“ გაუწევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ხედვით, „მშვიდობის საბჭო“ ზედამხედველობას გაუწევს გაეროს.
„მშვიდობის საბჭო თითქმის ზედამხედველობას გაუწევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და დარწმუნდება, რომ ის გამართულად ფუნქციონირებს“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში საბჭოს პირველ საზეიმო შეხვედრაზე.
ტრამპს არ უთქვამს, რომ გაერო მთლიანად უნდა გაუქმდეს. პირიქით, მან აღნიშნა, რომ ეს ორგანო უნდა გაძლიერდეს, რათა უკეთ გაუმკლავდეს მსოფლიო პრობლემებს ისეთი გზებით, რომლებსაც ის ბოლო წლებში არ იყენებდა.
„ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მისი ინფრასტრუქტურა გამართულია. მათ დახმარება სჭირდებათ, თანაც ფინანსური დახმარება. ჩვენ მათ ფინანსურად დავეხმარებით და უზრუნველყოფთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქმედითუნარიანი იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.











