VIDEO: „უცებ დავინახე, რა ხდება?!“ - რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1770408031
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს ვიდეოს გამოქვეყნების გამო, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ჯუნგლებში მყოფ მაიმუნებად იყვნენ გამოსახულნი.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს, თუ არა ის ბოდიშის მოხდას, რადგან ბევრი „რესპუბლიკელი“ მას ამისკენ მოუწოდებს, ტრამპმა თქვა: „არა. მე არ შევმცდარვარ. ათას რაღაცას ვუყურებ. დასაწყისიც ვნახე. ყველაფერი ნორმალურად იყო. ვფიქრობ, ეს იყო პაროდია „მეფე ლომზე“. ბევრი ადამიანი ჩაცმული იყო“.
ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ჯუნგლებში მყოფ მაიმუნებად იყვნენ გამოსახულნი. ვიდეოს გამოქვეყნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრმა ადამიანმა ის დაგმო. მოგვიანებით ტრამპმა ვიდეო წაშალა.