„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკას იარაღის დიდი მარაგები აქვს, რომლის წყალობითაც ქვეყანას ომის წარმოება დიდი ხნით შეუძლია.
„აშშ-ს არასდროს ჰქონია საშუალო და მაღალი კალიბრის იარაღის ასეთი დიდი და ხარისხიანი მარაგი. როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ ასეთი იარაღის პრაქტიკულად ამოუწურავი მარაგი გვაქვს. ომის წარმოება შესაძლებელია უსასრულოდ და ძალიან წარმატებულად მხოლოდ ამ მარაგების გამოყენებით (რომელიც სხვა ქვეყნების საუკეთესო იარაღზე უკეთესია!). რაც შეეხება მაღალი კალიბრის იარაღს, ჩვენ კარგი მარაგი გვაქვს, მაგრამ ის ჯერ საჭირო ნიშნულს არ მიუახლოვდა. მაღალხარისხიანი იარაღის დიდი ნაწილი ჩვენგან მოშორებით, სხვა ქვეყნებში ინახება“, - დაწერა ტრამპმა.
თავის პოსტში ის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეეხო და აღნიშნა, რომ მან იარაღი უსასყიდლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა და მარაგების შევსებაზე არ იზრუნა.
„მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ფული დახარჯა იმაზე, რომ ფ.ტ. ბარნუმს [ამერიკელი შოუმენი] (ზელენსკის!) უკრაინიდან ასეულობით მილიარდი დოლარი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მან უმაღლესი ხარისხის იარაღი (უფასოდ!) მისცა, მარაგები არ შეუვსია. საბედნიეროდ, ჩემი პირველი ვადის დროს ჯარი აღვადგინე და ამის გაკეთებას ვაგრძელებ. შეერთებული შტატები ყველაფრით არის უზრუნველყოფილი და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის!!!“, - დაწერა ტრამპმა.