რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
დონალდ ტრამპის დაწესებული სავაჭრო ტარიფების ფონზე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირს ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
სანჩესმა ევროკავშირის მონაწილეებს მოუწოდა, გადახედონ ახალი პარტნიორების ძიების მზადყოფნას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ფონზე.
„ის, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით, უნდა აიძულებდეს ევროპას გადახედოს თავის მზადყოფნას, იპოვოს ახალი პარტნიორები და გახსნას ახალი ბაზრები“, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-თან შექმნილი ვითარება ყველასგან ადაპტაციას მოითხოვს და ეს მოიცავს ევროპის პოზიციის ცვლილებას ჩინეთთან მიმართებაში, ასევე ჩინეთის პოზიციის ცვლილებას ევროპასთან მიმართებაში.
„სავაჭრო ომი არავისთვის არ არის ხელსაყრელი. არავინ იგებს სავაჭრო ომში. ყველა ქვეყანა აგებს, განსაკუთრებით მუშები და საშუალო კლასი“, – აღნიშნა სანჩესმა.