1780555563
ტრამპი „უაზროს“ უწოდებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციას, რომელიც ირანთან მის სამხედრო უფლებამოსილებას შეზღუდავს
დონალდ ტრამპი „უაზროს“ უწოდებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რეზოლუციის მიღებას, რომელიც ირანთან მიმართებით მის სამხედრო უფლებამოსილებას შეზღუდავს. მისი თქმით, იმ რესპუბლიკელებს, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს ხმა, საკუთარი საქციელის უნდა რცხვენოდეთ.
„გუშინ, უაზრო კენჭისყრით, წარმომადგენელთა პალატამ, ოთხმა ცუდმა რესპუბლიკელმა და ყველა დემოკრატმა, მხარი დაუჭირა ჩემი საომარი უფლებამოსილების შეზღუდვას, ზუსტად ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ომის დასრულების ჩემი ბოლო მოლაპარაკებების შუაგულში. ვინ ჩაიდენდა ასეთ არაპატრიოტულ საქციელს? მათ იციან, რა მდგომარეობაშია მოლაპარაკებები. დემოკრატებს ურჩევნიათ, ჩვენი ქვეყანა დამარცხდეს, ვიდრე კიდევ ერთი, მრავალი გამარჯვებიდან, მომცენ. ოთხი რესპუბლიკელი, ეს სულ სხვა ამბავია – ისინი პოპულისტები არიან! მათ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 3 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეზღუდავს დონალდ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას ირანთან მიმართებით. რეზოლუცია 215 ხმით მიიღეს 208 ხმის წინააღმდეგ. რეზოლუციას მხარი ასევე დაუჭირა ოთხმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა – თომას მასიმ, ბრაიან ფიცპატრიკმა, ტომ ბარეტმა და უორენ დევიდსონმა. რეზოლუციის ძალაში შესვლისთვის სენატის დამტკიცებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაეცემა. სენატში ამ საკითხზე კენჭისყრა მარტსა და აპრილში რამდენჯერმე ჩაიშალა.











