„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს
1743594157
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება წიაღისეულის შესახებ შეთანხმების სანაცვლოდ არ იყო განხილვის საგანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ გავაფორმეთ გარიგება იშვიათ წიაღისეულზე. ყველაფერი დასრულებული იყო. და თქვენგან გავიგე [პრესიდან]... ჯერ არ მქონია მათთან საუბარი, მაგრამ თქვენგან გავიგე, რომ ახლა ამბობენ: „კარგი, ამ გარიგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავდებთ, თუ ნატოში შევალთ ან რაღაც მსგავსი“. ეს არასდროს იყო განხილვის საგანი. მეორე, პუტინამდე დიდი ხნით ადრე მათ [რუსებმა] თქვეს, რომ უკრაინა ნატოში არ შევა. ალბათ ეს იყო ომის დაწყების მიზეზი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.