სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში დიმიტრი მედვედევს რუსეთის არშემდგარ პრეზიდენტს უწოდებს და მას ურჩევს სიტყვებს მიხედოს.
მედვედევმა რამდენიმე დღის წინ ტრამპი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან რუსეთისთვის უკრაინაში ომის დასრულებისთვის მიცემული ულტიმატუმი 50 დღიდან 10 დღემდე შეამცირა. თავად ტრამპმა კი გუშინ განაცხადა, რომ ინდოეთს 1 აგვისტოდან 35-პროცენტიან ტარიფებს უწესებს.
„არ მადარდებს, რა იზამენ ინდოეთი და რუსეთი. ერთად გაანადგურონ საკუთარი მკვდარი ეკონომიკები, არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან მცირე ბიზნესი გვაკავშირებს, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. რუსეთი და აშშ-ც არ აწარმოებენ ერთად ბიზნესს. მოდით, ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის და ვუთხრათ მედვედევს, რუსეთის არშემდგარ პრეზიდენტს, რომელიც თავს ჯერ ისევ პრეზიდენტად თვლის, სიტყვებს მიხედოს! ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შემოდის“, - დაწერა ტრამპმა.