„არასდროს გაასესხოთ 200 ლარი...“ - თუ გინდათ, რომ მუდამ გქონდეთ ფული – ეს რჩევები დაგეხმარებათ
1741969922
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ისინი გვყიდიან მილიონობით მანქანას. ისინი არ იღებენ სოფლის მეურნეობის ჩვენს პროდუქციას. ჩვენ ვიღებთ მათ პროდუქციას - ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ისინი ჩვენს კომპანიებს უჩივიან. Apple-ი იძულებული გახდა გადაეხადა $16 მილიარდი. ისინი უჩივიან Google-ს, ისინი უჩივიან Facebook-ს, ისინი უჩივიან ყველა ამ კომპანიას და ისინი იღებენ მილიარდობით დოლარს ამერიკული კომპანიებისგან“, - დასძინა მან.