ტრამპი: ევროპას სასწაულებრივად სჭირდება ენერგორესურსები, თუმცა გაერთიანებული სამეფო მაინც უარს ამბობს ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მოპოვებაზე

ტრამპი

ევროპას სასწაულებრივად სჭირდება ენერგორესურსები, თუმცა გაერთიანებული სამეფო მაინც უარს ამბობს ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მოპოვებაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბადოა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ტრაგიკულია!!! აბერდინი ახლა აყვავებული უნდა იყოს. ნორვეგია თავის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობს გაერთიანებულ სამეფოს ორმაგ ფასად ჰყიდის. ისინი დიდ ქონებას აგროვებენ. გაერთიანებული სამეფო, რომელიც ენერგეტიკული მიზნებისთვის ჩრდილოეთის ზღვაზე ნორვეგიაზე უკეთესადაა განლაგებული, უნდა ბურღავდეს! უბრალოდ სიგიჟეა, რომ ამას არ აკეთებენ... და აღარანაირი ქარის ტურბინები!“ - აღნიშნა ტრამპმა.