ტრამპი: ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს და სჯობს, გონს მოეგონ

 ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპაში არსებულ მდგომარეობაზე კრიტიკული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კონტინენტი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

„მათ ხელთ დიდი პრობლემა აქვთ. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეული ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს და სჯობს, გონს მოეგონ... ევროპა აღარ არის ისეთი, რომ იცნო, თუ მის სხვადასხვა ქალაქებში გაივლი. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.