ტრამპი აცხადებს, რომ რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, შესაძლოა, შეცდომა იყოს

 ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა, შესაძლოა, შეცდომა იყო.

„შესაძლოა, ეს შეცდომა ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც მთელ ამ სიტუაციასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, იმედია, ეს დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, გუშინწინ დილით პოლონურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენ აპარატებს ცეცხლი გაუხსნეს.