1746007492
ტრამპი აცხადებს, რომ პოტენციური სავაჭრო შეთანხმებები აქვს ინდოეთთან, სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პოტენციური სავაჭრო შეთანხმებები აქვს ინდოეთთან, სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან.
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აპირებდა ამ სამ ქვეყანასთან შეთანხმებების გამოცხადებას, ტრამპმა აღნიშნა, რომ პოტენციური შეთანხმებები უკვე აქვს.
„ჩვენ გვაქვს „პოტენციური შეთანხმებები“ მათთან“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, არ ჩქარობს შეთანხმებების დადებას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები იღებს სარგებელს დაწესებული ტარიფებიდან.
„მე ნაკლებად მეჩქარება, ვიდრე თქვენ. ჩვენ ვართ ძალიან მომგებიან პოზიციაში. მათ ვჭირდებით ჩვენ. ჩვენ არ გვჭირდებიან ისინი“, – განაცხადა ტრამპმა.