პენსიონერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - დეტალები
1776711480
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს იგი ირანთან ომის დაწყებაზე არ დაუყოლიებია.
„ისრაელს მე ირანთან ომში არ დავუყოლიებივარ. 7 ოქტომბრის შედეგებმა და ჩემმა მთელი ცხოვრებისეულმა რწმენამ იმის შესახებ, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მიმიყვანა აქამდე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„სრული უნდობლობით ვუყურებ და ვკითხულობ „ფეიკ ნიუსის“ ექსპერტებსა და გამოკითხვებს. იმის 90%, რასაც ისინი ამბობენ, სიცრუე და გამოგონილი ამბავია, გამოკითხვები კი ისევეა გაყალბებული, როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ისევე, როგორც ვენესუელის შედეგების შემთხვევაში, რაზეც მედიას საუბარი არ უყვარს, ირანის შედეგებიც გასაოცარი იქნება - და თუ ირანის ახალი ლიდერები (რეჟიმის შეცვლა!) გონიერები იქნებიან, ირანს შეუძლია ჰქონდეს დიდი და აყვავებული მომავალი!“ - დასძინა ტრამპმა.