ტრამპი აცხადებს, რომ ირანში პროცესების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციაში მას მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყანაზე კონტროლის დამყარების გრძელვადიანი ძალისხმევა.

„მე შემიძლია გავახანგრძლივო პროცესი და ყველაფერი ჩემს კონტროლქვეშ მოვაქციო, ან ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში დავასრულო და ირანელებს ვუთხრა: რამდენიმე წელიწადში შევხვდებით, თუ ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების აღდგენას დაიწყებთ“, - განუცხადა მან Axios-ს.

ტრამპმა ასევე ივარაუდა, რომ ირანს „რამდენიმე წელი“ დასჭირდება აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმისგან აღსადგენად, რომელიც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ განხორციელდა.