ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772270709
ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ეს არის სამართლიანობის აღსრულება არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ ყველა დიადი ამერიკელისთვის და იმ მრავალი ქვეყნის წარმომადგენლისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც ხამენეისა და მისი სისხლისმსმელი ბანდიტების დაჯგუფებამ დახოცა ან დაასახიჩრა.
მან ვერ შეძლო თავი დაეღწია ჩვენი დაზვერვისა და უმაღლესი დონის დახვეწილი სამეთვალყურეო სისტემებისთვის. ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვერც მან და ვერც სხვა ლიდერებმა, რომლებიც მასთან ერთად განადგურდნენ, ვერაფერი გააკეთეს. ეს არის ერთადერთი უდიდესი შანსი ირანელი ხალხისთვის, დაიბრუნონ საკუთარი ქვეყანა. ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, სამხედრო და სხვა უსაფრთხოებისა თუ პოლიციის ძალების დიდ ნაწილს აღარ სურს ბრძოლა და ჩვენგან ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვენ.
როგორც წუხელ ვთქვი: „ახლა მათ შეუძლიათ მიიღონ იმუნიტეტი, მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილს მიიღებენ!“ იმედია, ისინი მშვიდობიანად შეუერთდებიან ირანელ პატრიოტებს და ერთიანად იმუშავებენ, რათა დაუბრუნონ ქვეყანას ის დიდება, რომელსაც ის იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ თავად ქვეყანა, სულ რაღაც ერთ დღეში, ძალიან დაზიანდა და, შეიძლება ითქვას, განადგურდა კიდეც. თუმცა, ინტენსიური და წერტილოვანი დაბომბვები შეუფერხებლად გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად - ეს არის მშვიდობა მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მსოფლიოში!“ - აღნიშნა ტრამპმა.